რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მდინარაძე: თქვენ გნებავთ, რომ მოხსნილი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მინისტრი შეხვდეს?

ტაბულა

"მართლა ვერ გავიგე, თქვენ რა გნებავთ. თქვენ გნებავთ, რომ გაწვეული და მოხსნილი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აუცილებლად მინისტრი შეხვდეს? ამაში ხედავთ გამოსავალს?" – ასე უპასუხა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ აკეთებენ განმარტებას კონტრაბანდის შესახებ უკრაინის ბრალდებაზე ქვეყნის პირველი პირები და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

"რაც შეეხება კომუნიკაციას, მინისტრის მოადგილე შეხვდება გაწვეული ელჩის მოადგილეს, თუ როგორ იქნება, ეს უკვე ისეთი თითქმის ტექნიკურ საკითხებამდე დასული თემა და კითხვაც, რომელიც არსებით გავლენას ვერ ახდენს". – თქვა მდინარაძემ.

5 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანელიძე უკრაინის დაზვერვის მიერ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა. უწყება აცხადებს, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა, ხოლო უკრაინის წარმომადგენლებმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება ვერ წარადგინა.

4 მარტს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. სუს-ი აცხადებს, რომ თუ უკრაინა მათ მტკიცებულებებს არ მიაწოდებს, ჩაითვლება, რომ განცხადება პროვოკაციული ნაბიჯია.

კომენტარები