პუტინის რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა

ტაბულა

დიანა ღურწკაია რუსეთის სახალხო არტისტი გახდა. წოდების მინიჭების ბრძანებას ხელი ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. 

"საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და დიდი წვლილისთვის მიენიჭოს დიანა ღურწკაიას რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება". – წერია ბრძანებაში.

წარმოშობით ქართველმა რუსმა მომღერალმა 2006 წელს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო.

ომის დაწყების შემდეგ ღურწკაიამ 8 მარტს, კრემლის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები