საქართველო-უკრაინა

კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე: მარტივი აბსურდია, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი

ეს არის მარტივი აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ ერთი მარტივის მიზეზის გამო - ეს ხელისუფლება არის დღეს ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაცა დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ

ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

კომენტარები