რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლი: გაზის რუბლში გადახდა ის "პროტოტიპია", რომელიც გავრცელდება სხვა პროდუქტებზეც

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

"ვლადიმირ პუტინის ბუნებრივი აირის რუბლში გადახდის სქემა არის პროტოტიპული სცენარი, ვინაიდან მომავალში რუსეთი ამ წესს გაავრცელებს ყველა სხვა მსხვილ ექსპორტზე დასავლეთში, რადგან რუსული აქტივების გაყინვის ხარჯზე, აშშ დოლარი კიდევ უფრო გამყარდა". - ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში. 

პუტინის მთავარი ეკონომიკური პასუხი აქამდე 23 მარტის ბრძანება იყო, რომელიც დასავლეთს რუსული გაზის რუბლებში შესყიდვას ავალდებულებდა, თუმცა სქემა მყიდველებს საშუალებას აძლევს გადაიხადონ კონტრაქტის ვალუტაში, რომელსაც შემდეგ გაზპრომბანკი ცვლის რუბლებში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები