რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი აცხადებს, რომ ჯერ არ შეწყვეტს გაზის მიწოდებას ევროპისთვის

დმიტრი პესკოვი
TASS

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიჰყიდიან.

რუსული გაზის ევროპელ შემსყიდველებს ტრანზაქციების რუბლში განხორციელებისთვის კრემლმა ვადა პარასკევამდე, პირველ აპრილამდე დაუწესა

დღეს, პირველ აპრილს გადაწყვეტილება შეიცვალა და კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. 

"გამომდინარეობს თუ არა დადგენილებიდან ის, რომ რუბლში გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ევროპაში გაზის მიწოდება პირველი აპრილიდან შეწყდება? არა, ამას არ ამბობს დადგენილება". - აღნიშნავს დმიტრი პესკოვი.

რუსეთიდან იმპორტირებული გაზი ევროპის ენერგორესურსების მარაგის 40%, ხოლო ნავთობი 30% შეადგენს. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები