რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: ჩინეთი ამბობს, რომ რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობას არ გააგრძელებს

CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის ერთ-ერთმა დიპლომატმა უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას სანქციების გვერდის ავლით გეგმავს. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირის ლიდერები ჩინეთის წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ ლუტონგმა თქვა, რომ პეკინი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებით გლობალურ ეკონომიკას ეხმარებოდა.

ასევე, გუშინ, პირველ აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპის ბიზნეს სექტორი ყურადღებით დააკვირდება ჩინეთის ქმედებებს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები