სანამ ბოროტების იმპერიის ეს ამაზრზენი აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გრძელდება და ბოროტების იმპერიის და პუტინის საფრთხე არსებობს თავისუფალი სამყაროს, უკრაინისა და პირველ რიგში უკრაინის შემდეგ ჩვენს წინაშე. სანამ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, სხვადასხვა ფორმით, რა ფორმასაც იპოვიან გამოხატონ თავისი პოზიცია ამ საკითხზე, რომ ვერავინ უნდა დაგვათმობინოს თავისუფლება ილუზორული და მოგონილი მშვიდობის ხარჯზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ეს აქცია ეძღვნება ამას, ბუნებრივია უკრაინელი ხალხის ბრძოლას, მაგრამ იმ იდეას, ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვები რომ გავიმეოროთ, ყველა საზოგადოება, რომელიც უსაფრთხოების თავისუფლებაზე უარს იტყვის, დაკარგავს თავისუფლებასაც და უსაფრთხოებასაც. მგონია, რომ ასეთი აქციები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ჯგუფის მიერ უნდა იყოს მანამ, სანამ ეს გამოწვევები არსებობს, რადგან მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოების შიგნით არ დავუთმოთ იმაზე მეტი სივრცე ჩვენი თავისუფლების მტრებს, ვიდრე უკვე აქვთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბოკერია: გამოვხატოთ პოზიცია, რომ ვერ დაგვათმობინონ თავისუფლება მოგონილი მშვიდობის ხარჯზე
tbl.ge/5xqv
დაკოპირდა

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავჯდომარემ გიგა ბოკერიამ ისაუბრა. ევროპული საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით 3 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია "უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად" იმართება.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიევროპული საქართველოევროპული საქართველო 2022ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებატაბულათავისუფლების ინსტიტუტიუკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად აქცია
ამავე თემაზე
- სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი
- უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა
- სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
- პესკოვი: ომის დამთავრება დღესვე შეიძლება, თუ ზელენსკი ჯარებს რუსეთის ტერიტორიიდან გაიყვანს
- რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა




