რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა

Frank Gunn/The Canadian Press

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება კანადის მთავრობის მიერაც იქნება რატიფიცირებული.

"ომი ამჟღავნებს ადამიანებს. ომი ამჟღავნებს მეგობრებს. ომი ამჟღავნებს სამყაროსა და სახელმწიფოს. მჯერა, რომ სიკეთე ასმაგად დაბრუნდება უკან". – წერს სტეფანჩუკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები