ირაკლი კობახიძე

კობახიძე: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია – ზუსტად ეს არის ქვეყნის ღალატი

იცით, რომ საქმე აღძრულია ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის, ფართო გაგებით, დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია – ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. 2024-2025 წლებში ამას სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ესეც არ არის საკმარისი.

იცით, რომ ჩვენ მომზადებული გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა – ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია, ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საზოგადოება  სათანადო პასუხს სცემს არჩევნებზე, ყოველ ჯერზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო, სამართლებრივი პასუხიც.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“.

კომენტარები