ოსკარი 2022

ოსკარი 2022: საუკეთესო უცხოური ფილმი – DRIVE MY CAR

IMDB

რიუსუკე ჰამაგუჩის Drive My Car ამერიკის კინოაკადემიის გამარჯვებული გახდა. სურათმა საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა.

ჰამაგუჩის ფილმი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის ეკრანიზაციაა. სურათმა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა და კინოკრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

კინოს ისტორიაში Drive My Car მეხუთე იაპონური ფილმი გახდა, რომელმაც ოსკარი მიიღო.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარებოს.

კომენტარები