რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროველები რუსი ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ყიდიან – გონჩარენკო

The Times

უკრაინის რადის დეპუტატის, ოლეკსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, კადიროველები რუსი ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას უკრაინელ მოხალისეებზე ყიდიან. დეპუტატი ინფორმაციას Telegram არხზე ავრცელებს.

"2-3 დღის წინ მტრის დაზვერვის ჯგუფი და ორი ჯავშანმანქანა კიევთან დამარცხდა. [...] როგორც ფრონტიდან ბიჭებმა მითხრეს, სადაზვერვო ჯგუფის კოორდინატები უკრაინელმა მოხალისეებმა გადასცეს. მარშრუტი კი დაემთხვა. თავად მოხალისეები არ მალავენ, რომ ინფორმაციას კადიროველებისგან ინტერნეტით ყიდულობენ. გადახდება ბიტკოინით ხდება. ფასი თითო ოკუპანტზე $400-ზე ნაკლებია.

კადიროველები რუსების გაყიდვას არ შეწყვეტენ. ეს მათი ტრადიცია, მათი ბუნებაა". – წერს გონჩარენკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები