კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 658 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.88%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 836 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 478 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 2.88%-ია, ბოლო 7 დღის - 3.63%, ბოლო 14 დღის კი 4.7%. 

658 ახალი შემთხვევიდან თბილისში 290 დადასტურდა, აჭარაში - 37, იმერეთში - 88, ქვემო ქართლში - 31, შიდა ქართლში - 46, გურიაში - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 53, კახეთში - 43, მცხეთა-მთიანეთში -12, სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.  

26 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 645 959 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 615 166 გამოჯანმრთელდა, 16 704 კი გარდაიცვალა. 

რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში - 105, აჭარაში - 30, იმერეთში - 27. 

25 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 645 301 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 611 688 გამოჯანმრთელდა, 16 698 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 16 889 აქტიური შემთხვევაა.  

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 27, იმერეთში - 30. 


კომენტარები