რიყის დოქები

ე.წ. რიყის დოქების მფლობელი კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმის, დავით ხიდაშელის ოჯახი გახდა

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ე.წ. რიყის დოქების აუქციონში გამარჯვებული კომპანია Global Victory Trust ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმის, დავით ხიდაშელის ოჯახს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია ხიდაშელმა არხს თავად დაუდასტურა.

"რიყის დოქები ჩემი არა, მაგრამ ჩემი ოჯახის საკუთრება გახდა". - დაუდასტურა ხიდაშელმა ფორმულას სატელეფონო საუბარში.

ე.წ რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე, 10 020 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იყო. რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მფლობელი Global Victory Trust გახდა. კომპანია 2016 8 ივლისს ლუქსემბურგშია რეგისტრირებული.

კომენტარები