რიყის დოქები

ე.წ რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე გაიყიდა – 10 020 000 ლარად

"რიყის დოქები"

ე.წ რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე, 10 020 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იყო. რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მფლობელი Global Victory Trust გახდა. კომპანია 2016 8 ივლისს ლუქსემბურგშია რეგისტრირებული.

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, გაყიდულ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე მუზეუმები (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების), საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე ან დარბაზები უნდა შექმნას. მყიდველს არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ევალება.

ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში მუზეუმებს და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცეებს/დარბაზებს პროფილი უნდა შეუნარჩუნდეთ.

საქართველოს მთავრობა ნაგებობის გაყიდვას აქამდე ექვსჯერ უშედეგოდ შეეცადა. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ორზე კი ის 71 მილიონამდე შემცირდა, მეოთხე აუქციონში ობიექტის საწყისი ფასი 47.5 მილიონი ლარი იყო, მეხუთედ ობიექტის გაყიდვა 30 მილიონად სცადეს, მეექვსედ კი - 10 მილიონად. თუმცა მისი შეძენით არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.
თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები