კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 590 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.82%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 918 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 247 პაციენტი. 

590 ახალი შემთხვევიდან თბილისში 255 დადასტურდა, აჭარაში - 28, იმერეთი - 81, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 34, გურიაში - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 46, კახეთში - 39, მცხეთა-მთიანეთში -10, სამცხე-ჯავახეთში - 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12. 

25 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 645 301 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 611 688 გამოჯანმრთელდა, 16 698 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 16 889 აქტიური შემთხვევაა.  

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 27, იმერეთში - 30. 


კომენტარები