რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა რუბეჟნოეში ადგილობრივ მაცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 1 პირი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ რუბეჟნოეში მადგილობრივ მაცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპაა, 1 კი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ გაავრცელა.

"რუბეჟნოეში რუსებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ესროლეს, რამაც ერთი ადამიანის დაღუპვა, ერთის კი დაჭრა გამოიწვია. პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ქალაქში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ გახსნეს". - წერს გაიდაი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები