რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა ნიკოლაევში რუსების ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს [VIDEO]

უკრაინელმა სამხედროებმა ნიკოლაევის ოლქში რუსი ოკუპანტების ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ჩამოგდებული რაკეტის კადრები ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები