რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: NATO-ს წევრზე კიბერშეტევის შემთხვევაში ალიანსს შეუძლია კოლექტიურად უპასუხოს

MARK MAKELA / GETTY IMAGES

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთის მხრიდან NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე კიბერთავდასხმის შემთხვევაში ალიანსმა შესაძლოა კოლექტიურად უპასუხოს. ამის შესახებ სალივანმა VOA-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"საპასუხო ქმედებამ შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს. თუმცა, ჩვენ ნატოს დოკუმენტებში გარკვევით ავხსენით, რომ კიბერუსაფრთხოება ეს არის ალიანსის საკითხი, ეს არის საკითხი, რომლისთვისაც ნატო მზად არის, კოლექტიური და გაერთიანებული ძალისხმევით გააძლიეროს და გაამაგროს თავდაცვა და თუ გარდაუვალი გახდა, საპასუხოდ გამოიყენოს შესაბამისი ინსტრუმენტები". – თქვა სალივანმა 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები