ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა. წარმოუდგენელია, შეხვიდე იმ ხალხის ინიცირებულ შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს ატარებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანია საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები, ან როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამით კი, რამენაირად ისარგებლონ. ამიტომ ჩვენ, მათ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
tbl.ge/5x9m
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




