რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნოდია: უკრაინელებისთვის NATO ისეთი საკრალური ცნება არ არის, როგორიც ჩვენთვის

არ ვიცი უკრაინელი ხალხის განწყობა ამ წუთას როგორია. ჩემი აზრით, საკმაოდ სენსიტიურია ქვეყნის ხელმძღვანელობა, ზელენსკი. არ გააკეთებს ისეთ რამეს, თუ არ ექნება რწმენა, რომ ხალხს დააჯერებს. ვიღაც მოწინააღმდეგე ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს იქნება მარგინალური პროტესტი. [...] როგორც ჩანს, უკრაინაში განწყობა არსებობს, რომ მათთვის NATO ისეთი საკრალური ცნება არ არის, როგორიც ჩვენთვის.

მათ ამ ომით შეიქმნეს განწყობა, რომ ჩვენც შეგვიძლია რუსეთისგან თავის დაცვა, რაც ჩვენ არ გვაქვს. ეს განსხვავება, რომ დიდი ქვეყანაა, ჯარიც შეუდარებლად უფრო მაგარი ჰყავთ, მათ მასობრივად შეექმნათ ეს განწყობა.

თქვა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ პოდკასტ შინაურ მიმოხილვაში საუბრისას.

კომენტარები