უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 17 მარტამდე უკრაინულმა არიამ 14 000-ზე მეტი ოკუპანტი მოკლა, გაანადგურა: 444 ტანკი, 86 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 864 ავტომანქანა, 201 ქვემეხი, 3 გემი და კატერი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





