რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგიის სამეფო ოჯახი უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს მისცემს

ბელგიის სამეფო ოჯახი უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს მისცემს. ბელგიური გამოცემის ინფორმაციით, სამეფო ოჯახი გამოყოფს სამეფო საქველმოქმედო ფონდის მფლობელობაში მყოფ ორ ბინას, სადაც შესაძლებელია სამი ლტოლვილი ოჯახის დაბინადრება. 

"ამ ბინების თავდაპირველი მიზანი სოციალური სააგენტოების მიერ გაჭირვებული ხალხის დაბინადრება იყო, თუმცა, არსებული ლტოლვილთა კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს სახლები ხელმისაწვდომი გავხადოთ სასწრაფო დახმარების მისაღებად". – ამბობს სამეფო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი, იან სმეტსი.

სმეტსმა დაამატა, რომ უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად სახლები აპრილის დასაწყისისთვის იქნება მზად.

15 მარტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა სამმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს წარმომადგენელმა, პოლ დიონმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაეროს ინფორმაციით, იმ 3 მილიონი ადამიანიდან, ვინც უკრაინა დატოვა, 1.4 მილიონი ბავშვია, დაახლოებით 157 000 კი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა. 

კომენტარები