რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

YOUTUBE-მა რუსული მართლმადიდებლური ტელევიზიის არხი დაბლოკა

Youtube-მა რუსული მართლმადიდებლური ტელევიზიის არხი Спас დაბლოკა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, არხი Rutube-ზე გადადის. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, Rutube-ის არხის განვითარებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ ასევე ვტვირთავთ არქივს არხზე, რათა ყველამ ნებისმიერ დროს იპოვოს საყვარელი გადაცემის ნებისმიერი ეპიზოდი. ყოველდღე უფრო და უფრო მეტი გამოშვება ემატება არქივიდან - ძალიან მალე ყველა გამოშვება, რომელიც მრავალი წელია, Спас-ზე გადის, ისევ ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის".  - ნათქვამია განცახდებაში. 

მედია მუშაობს სოციალურ ქსელ VKontakte-ზე, Telegram-ზე, Odnoklassniki.ru-სა და Yandex.Zen-ზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები