რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Meta რუსეთის ხელისუფლების და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივ მოწოდებების ნებას რთავს

NurPhoto via Getty Images

უკრაინაზე თავდასხმის გამო Meta ზოგიერთ ქვეყანას Facebook-სა და Instagram-ზე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივ მოწოდებებს ნებადართულს ხდის. 

მეტა ასევე ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ბელარუსში და პოლონეთში დროებით დაშვებულს ხდის ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა "სიკვდილი პუტინს" და "სიკვდილი ლუკაშენკოს".

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დაშვებულს ვხდით პოლიტიკურ გამოხატულებებს ძალადობრივი მოწოდებების სახით, როგორიცაა "სიკვდილი რუს ოკუპანტებს", რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ მაინც არ დავუშვებთ ძალადობრივ მოწოდებებს რუსი ხალხის მიმართ". – წერია განცხადებაში

Meta-ს სიძულვილის ენის წესის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები