რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ამჯერად ჩვენი შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები მოსკოვის რეგიონმა იგრძნო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივნისის დილის საათებში მოსკოვში, კრემლიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით დარტყმას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე გამოეხმაურა:

"ამჯერად მოსკოვის რეგიონმა იგრძნო უკრაინის შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები. 500 კილომეტრის დაშორებით ნავთობქარხანას დავარტყით." – წერს ზელენსკი.

"რუსეთს უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომი დაასრულოს და უკრაინის შორი რადიუსის შეიარაღება ამ წნეხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს რუსულ იერიშებსა და ომის გაჭიანურებაზე სამართლიანი პასუხია." – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები