რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის პროკურატურა სასამართლოს სთხოვს, META ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს

RT

რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციების სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს. 

"ექსტრემისტული საქმიანობის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონის შესაბამისად რუსეთის პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალოს კომპანია Meta Platforms Inc.-ის საქმიანობა". – წერია პროკურატურის მიმართვაში.

ცოტა ხნით ადრე უკრაინაზე თავდასხმის გამო, Meta-მ ზოგიერთ ქვეყანას Facebook-სა და Instagram-ზე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივი მოწოდებების გავრცელების უფლება მისცა.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში Meta-მ რუსული სამთავრობო მედიების გვერდებიც შეზღუდა.

2021 წლის მიწურულს, დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგის გადაწყვეტილებით Facebook-მა სახელი Meta-თი შეიცვალა. Meta-ს ყველაზე ცნობილი პროდუქტებია სოციალური ქსელების Facebook და Instagram, ასევე მესენჯერი What's Up

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები