რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

REUTERS/Dado Ruvic

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ახალი სანქციების სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და რუსული პროპაგანდაა. სანქცირებულთა სიას 37 ფიზიკური და 47 იურიდიული პირი ემატება.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სანქციები ასევე უწესდება 1 იურიდიულ და 15 ფიზიკურ პირს, მათ შორის, იმ რუს მოსამართლეებსა და პროკურორებს, სამართალდამცველი ორგანოებისა და ФСБ-ს წარმომადგენლებს, აგრეთვე სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩართულები იყვნენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დევნაში, მოწამვლასა და სიკვდილში. 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უფრო ფართო, 21-ე პაკეტზე.

"დღეს ჩვენ სანქციების კიდევ ერთი პაკეტი დავამტკიცეთ, რათა ომის დასასრულებლად რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ. ეს ზომები პირდაპირ ურტყამს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გულს, მის „ჩრდილოვან ფლოტს“ და იმ ქსელებს, რომლებიც ევროპის წინააღმდეგ მოსკოვის ჰიბრიდულ თავდასხმებს ხელს უწყობენ". - თქვა კალასმა.

კომენტარები