რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: უკრაინას სჭირდება ალიანსი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება თავდაცვითი ალიანსი ისეთ ქვეყნებთან, რომელთაც ბირთვული იარაღი აქვთ. 

მან ლუკაშენკოს ბრალდებებს, თითქოს უკრიანიდან ბელარუსის მიმართულებით რაკეტა გაისროლეს, სისულელეს უწოდებს. 

"ჩვენ ცივილიზებული ერი ვართ, ჩვენ არ ვხოცავთ ბავშვებს და ქალებს, არამედ ვიცავთ ჩვენს მიწას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ბელარუსის სამხედროების დიდი უმრავლესობა უარს ამბობს რუსების მხარეს ბრძოლაზე. ბელარუსები ხედავენ, რომ დღეს ჩვენი არმიის, ჩვენი საზოგადოების სულისკვეთება უზარმაზარია. გარდა ამისა, ისინი ხედავენ რამდენი რუსი დაჭრილები და გვამები ჩამოჰყავთ უკრაინიდან".- ამბობს დანილოვი. 

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დარწმუნებულია, რომ მთელ მსოფლიოს უკვე ესმის, რა ხდება უკრაინაში.

"სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა არ რეაგირებს ადეკვატურად. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. გახსოვდეთ, როგორ იქცეოდა ზოგიერთი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომამდე. მათთვის მთავარია არა დემოკრატიული ღირებულებები, არამედ ფული. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იმ ქვეყნების, რომლებიც გვეხმარებიან. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც რთულ მომენტში მიგვატოვეს". - განაცხადა მან.

დანილოვმა ასევე თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, არამედ მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავენ. 

"უკრაინას სჭირდება ახალი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც უნდა მოიცავდეს ქვეყანას ბირთვული იარაღით. დღეს ეს არის დიდი ბრიტანეთი".- ამბობს დანილოვი. 

 

კომენტარები