რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი მასკს: პუტინთან შერკინებისთვის უნდა ივარჯიშო, ნაზი ილონადან სასტიკ ილონად იქცე

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ბიზნესმენს, ილონ მასკს პუტინთან შერკინებისგან თავის შეკავება ურჩია. მისი თქმით, პუტინისთვის მასკის დამარცხება არასპორტული საქციელი იქნება.  

"ილონ, არ გირჩევდი პუტინთან ბრძოლას. განსხვავებული წონითი კატეგორიები ხართ. ეს საბრძოლო ხელოვნებასა და, მაგალითად, ძიუდოს არ ეხება. და როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ ხართ რინგის წითელ კუთხეში - ბიზნესმენი და Twitter-ის ბლოგერი. პუტინი კი ლურჯ კუთხეში არის მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, ჭექა-ქუხილი დასავლეთისა და აშშ-ში. თქვენთან ორთაბრძოლა, ვლადიმირ ვლადიმროვის ძისთვის არასპორტული იქნება". - თქვა კადიროვმა ტელეგრამის არხზე. 

კადიროვმა ბიზნესმენს გაძლიერებისთვის ჩეჩნეთში კურსების გავლა ურჩია. 

"მაშასადამე, თქვენ უნდა ივარჯიშოთ, რათა ნაზი ილონიდან სასტიკ ილონად გადაიქცეთ. მე გთავაზობთ ტრენინგს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამდენიმე ცენტრში". - აღნიშნა კადიროვმა. 

ილონ მასკმა პუტინი ორთაბრძოლაში 14 მარტს გამოიწვია. ბიზნესმენის თქმით, ფსონი უკრაინაა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები