ავარია

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში ქვეითს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილობრივი გამოცემის, აჭარა თაიმსის, ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.

გამოცემა წერს, რომ დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები