კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 823 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.65%-ია

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 7 729 ტესტი, დადასტურდა 823 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 445 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.69%.

ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 47, გურია - 45, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 47, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების 33 044 აქტიური შემთხვევა, საიდანაც, 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 643, აჭარაში - 104, იმერეთში - 280. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 403 პირი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 55, იმერეთში - 78. 31 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 635 509 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 585 885 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 554.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები