რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო: რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს

უკრაინის საგარეო საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს. 

ამის შესახებ ცნობებს უწყება TWITTER-ზე ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სულთან სულეიმანისა და მისი ცოლის როქსანას სახელობის მეჩეთს თავს 80-მდე ადამიანი აფარებდა. მათ შორის იყვნენ თურქეთის მოქალაქეებიც. 

დაღუპულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

 

 

კომენტარები