რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

15 მარტიდან უკრაინელებს ბრიტანეთის ვიზის მიღება ელექტრონულად შეეძლებათ

15 მარტიდან უკრაინის მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება სრულად ელექტრონულად შეეძლებათ.

უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ პასპორტი, შეეძლებათ რომ სავიზო აპლიკაცია ელექტრონულად შეავსონ, სავიზო ცენტრებში მისვლის გარეშე. ამასთან ერთად, ისინი პასუხსაც განაცხადზე იმეილის საშუალებით მიიღებენ.

"პასპორტის მქონე უკრაინელებს შეეძლებათ, რომ სრულად ელექტრონულად მიიღონ დიდ ბრიტანეთში შემოსვლის უფლება, საიდანაც არ უნდა მოდიოდნენ", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, პიტი პატელმა.

9 მარტის მონაცემებით, უკრაინიდან 2 316 002 ადამიანი წავიდა, მათ შორის ყველაზე მეტი პოლონეთში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები