გოგა ხაინდრავა

ხაინდრავასთვის "მორალური ზიანის ასანაზღაურებლად" ფორმულა ₾10 000-ით დააჯარიმეს

ქართული ოცნების პროპაგანდისტისა და რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა და ფორმულა მისთვის "მორალური ზიანის ასანაზღაურებლად" 10 000 ლარით დააჯარიმა. 

ხაინდრავამ 21 ივნისს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მასზე მომზადებული სიუჟეტის გამო ფორმულას უჩივლებდა. მისი სარჩელის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

საქმე ეხება 17 იანვარს "შაბათის ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა".

ხაინდრავა ინფორმაციას უარყოფდა და ამბობდა, რომ "დააბრალო ქართველ კაცს, რომ ფულის სანაცვლოდ 2 000 პაკისტანელი და ინდოელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში 4 მილიონი აიღო, უნდა იყო კეზერაშვილი ან თარგამაძე". 

კომენტარები