რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალი კანონით, უკრაინელ სამოქალაქო პირს დამპყრობლის მოკვლის უფლება მისცეს

Amnesty International

ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას უფლება აქვთ, მოკლან რუსი დამპყრობლები.

კანონი ომის პერიოდში იმოქმედებს. დამპყრობლების მკვლელობას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და ნებადართული ხდება პირადი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები