რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: ბელარუსი რომ ომში ჩართულიყო, ეს დასავლეთისთვის საჩუქარი იქნებოდა

ალექსანდრ ლუკაშენკო
president.gov.by

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის "ომში ჩათრევა" სურთ, რაც დასავლეთისთვის დიდი საჩუქარი იქნებოდა.

"ბელარუსის ჯარს რუსეთის სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია და არც აპირებს ამის გაკეთებას. ჰიბრიდული ომი ბელარუსის წინააღმდეგ დიდი ხანია, მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების სახით. ისინი ომში ჩვენ ჩათრევას ცდილობენ. ბელარუსი რომ იმ კონფლიქტში ჩართულიყო, სადაც არ გველოდნენ, ეს მათთვის საჩუქარი იქნებოდა". - თქვა ლუკაშენკომ.

ამ საკითხზე ლუკაშენკომ 3 მარტს მინსკში გამოსვლისასაც ისაუბრა. მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ბელარუსის უკრაინის ომში "ჩათრევა სურთ". მისივე თქმით, ბელარუსები მხოლოდ საკუთარ მიწაზე იბრძოლებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები