შვედეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ბალტიის ზღვაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის სატვირთო გემის დაკავება კანონიერი იყო და დაკავებული გემი შეიძლება უკრაინას გადაეცეს, სადაც მას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის უკანონო გადაზიდვას ედავებიან.
შვედეთის პოლიციამ და სანაპირო დაცვამ გემი Caffa სამხრეთ შვედეთის სანაპიროსთან მარტში დააკავა. მათი მტკიცებით, გემი ყალბი დროშით დაცურავდა და საზღვაო ნავიგაციისა და გემების უსაფრთხოების წესებს არღვევდა.
გემის მფლობელის, Caffa Shipping Limited-ის ადვოკატმა დაკავება გაასაჩივრა და გემის გათავისუფლება მოითხოვა, ნათქვამია 4 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს განცხადებით, უკრაინა გემის გადაცემას ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში ითხოვს, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქონების მითვისებასა და მისით ვაჭრობას უკავშირდება.
"სასამართლომ დაადასტურა, რომ CAFFA-სა და მასთან დაკავშირებული ქონების დაკავება კანონიერსაფუძველზე განხორციელდა და რომ გემი შეიძლება უკრაინას გადაეცეს" - განაცხადა პროკურორმა ჰოკან ლარშონმა Reuters-ისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.




