რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ – პუტინი ზელენსკის ღია წერილზე

ვლადიმირ პუტინი
Dmitri Lovetsky / Associated Press

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს "სწრაფად" გაეცნო და მასთან შეხვედრის "აზრს ვერ ხედავს".

ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (ПМЭФ) ილაპარაკა.

ზელენსკის წერილის პასუხად პუტინმა თქვა, რომ "ეპისტოლარული ჟანრის ავტორებს" არ მიმართავს, არამედ უკრაინაში შეჭრილ რუსული არმიის ჯარისკაცებს "მუშაობისკენ" მოუწოდა

პუტინის მტკიცებით, ზელენსკი "არჩევნებზე უნდა მივიდეს და ძირითადი სამართლის ფარგლებში იმოქმედოს"

"კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა ძალაუფლების ფლობა ძალაუფლების უზურპაციად იწოდება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია". - ირწმუნება პუტინი. 

ცნობისთვის, 4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღია წერილით რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მხარეებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად პირისპირ შეხვედრის თარიღის განსაზღვრა და მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

"უკრაინა ომის დასრულებას ჩემსა და თქვენს შორის პირდაპირი ფორმატით გთავაზობთ. მე გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, თითქოს მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ ამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, არაფერი ესაქმება" - მიმართავს ზელენსკი პუტინს ღია წერილში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად ლიდერებს მასპინძლობენ, მათ შორისაა შვეიცარია, თურქეთი და არაბული სამყაროს ქვეყნები.

მანამდე, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად კომპრომისებისთვის თითქოს მზად არის. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ანკორიჯში გამართული შეხვედრის დროსაც გაიმართა.

კომენტარები