რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი რადიო თავისუფლებისა და BBC-ის რუსული სამსახურის ვებგვერდებზე წვდომას ზღუდავს

REUTERS/Evgenia Novozhenina

რუსეთი ზღუდავს წვდომას რადიო თავისუფლებისა და BBC-ის რუსული სამსახურის ვებგვერდებზე. შეზღუდვის მიზეზად უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს. 

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, შეზღუდულია წვდომა BBC-ის რუსული სერვისის ვებგვერდებზე, ასევე რადიო თავისუფლებასა და მედიასაშუალება მედუზაზე.

"ავრცელებს აშკარად ყალბ, სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სავარაუდო თავდასხმის შესახებ". - წერია რადიო თავისუფლებაზე რუსეთის მედიამაკონტროლებადი სამსახურის განცხადებაში. 

რუსი ოფიციალური პირები არ იყენებენ სიტყვას "შეჭრას" და ადანაშაულებენ დასავლურმა მედიას "უკრაინაში რუსულენოვანი ხალხის გენოციდის" არასწორ ინტერპრეტაციაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები