რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს

ხარკოვში, რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. 

ინფორმაციას, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ავრცელებს. 

"ხარკოვში ისინი ახლახან მივიდნენ ქალაქის საავადმყოფოში. დაზარალებულთა რაოდენობა დგინდება".

ხარკოვის მერის მოადგილის სვეტლანა გორბუნოვა-რუბანის განცხადებით, რუსული ჭურვები ნოვობარავსკის რაიონში მე-3 საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხვდა.

"ყველა, ვინც იქ ცხოვრობდა, გამოიყვანეს იქიდან. ხალხს სახლი აღარ აქვს. 9 ადამიანი გადაყვანილია სხვა საავადმყოფოში, მივიღებთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ დაშავებულან, არც პაციენტები დაშავებულან. ახლა 9 უსახლკარო პაციენტს 31-ე საავადმყოფოში გადავიყვანთ".- ამბობს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები