რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: ჩვენმა მთავრობამ გუშინდელი ნაბიჯით პირდაპირ მხარი დაუჭირა პუტინის რუსეთს

ქართულმა ოცნებამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ოფიციალურად აღმოვჩნდით პუტინის ბანაკში. ის, რომ დღეს ამას რეაქცია მისცა ბოროტების იმპერიის დაბომბვის ქვეშ მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ - უბრალოდ მისი რეაქციაა, ეს რეაქცია კი არ არის განმაპირობებელი, ჩვენ სად ვართ, გუშინდელი ნაბიჯი არის ჩვენი მთავრობისა, როდესაც მან პირდაპირ აქტიურად მხარი დაუჭირა პუტინის რუსეთს, როდესაც ხელი შეუშალა ჩვენს მოქალაქეებს თავისი ნებით წასულიყვნენ უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების დასაცავად.

ამ ვითარებაში, ყველა საგანგაშო ნიშანი, რაც ჩვენ გვქონდა და რისი შიშიც ჰქონდა ყველა პატრიოტ ქართველს, მას შემდეგ, რაც ყველასთვის ნათელი გახდა ქართული ოცნების კურსი, რომ ჩვენ შეიძლება დაკვეკარგა ისტორიული შანსი ამ ჭაობიდან გაღწევის, როცა ეს ფანჯარა გაიხსნებოდა, პუტინის აგრესიისგან დაცულობის მოპოვების, როგორც ეს მოახერხეს 90-იან წლებში ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ამის განხორციელების დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, რომ ეს ფანჯარა დავკარგოთ, ხოლო მეორეს მხრივ ვართ საფრთხის ქვეშ, რომ შემდგომი პუტინის რუსეთის აგრესიისას ვიყოთ ნაკლებად დაცულები, ნაკლები მხარდაჭერით საერთაშორისო ასპარაზზე იმის გამო, რა პოზიციასაც დღეს იკავებს ჩვენი სამარცხვინო მთავრობა.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

28 თებერვალს, უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში წასვლის მსურველი ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

კომენტარები