რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დე ნირო უკრაინაზე: უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დავიჭიროთ, რომ შევაჩეროთ აგრესია

Independent

რობერტ დე ნირო კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარებულ ლექციაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკა.

"მსოფლიოში რაღაც ხდება, თქვენ ხმა უნდა აიმაღლოთ, ვალდებული ხართ. ხედავთ რა ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ უნდა ადგეთ და თქვათ: ასე არ შეიძლება, ეს არასწორია. არ ვიცი რეალურად როგორ მუშაობს სანქციები, ვერ ხვდები რამდენად ეფექტურია. ვშიშობ, რომ ეს ამბავი გაგრძელდება და გაგრძელდება და ხალხისთვის სულ უფრო რთული იქნება ამ ყველაფრის ყურება. შესაძლოა ადამიანებმა უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დავიჭიროთ. რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ შევაჩეროთ აგრესია. დემოკრატია არის გზა, რომელსაც უნდა გავუყვეთ, რათა შევინარჩუნოთ ეს სამყარო". – ამბობს ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები