რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ აფხაზეთს სამხედრო დანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს

დაგეგმილ სამხედრო წვრთნების გამო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკას შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოჰყავს. ინფორმაციას სააგენტო Apsnypress აფხაზეთის "თავდაცვის სამინისტროზე" დაყრდნობით ავრცელებს. 

"აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან, გეგმის მიხედვით შეასრულონ დასახული მიზნები". - წერია განცხადებაში. 

26 თებერვალს თავად ოკუპირებულმა, თვითაღიარებულმა აფხაზეთმა დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიარა. განკარგულებას მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო დახმარებასაც შეჰპირდა.  

24 თებერვალს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აქციაში მონაწილეები გააფრთხილა, რომ ომის საწინააღმდეგო პროტესტში ჩართულობა უკანონო იყო. მან ასევე განაცხადა, რომ დანაშაულები შეიძლება შევიდეს მონაწილეთა კრიმინალურ ჩანაწერებში, რაც "კვალს დატოვებს პირის მომავალ საქმიანობაზე".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები