რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადის მთავარმა საკაბელო კომპანიებმა რუსული სამთავრობო არხი RT დაბლოკა

REUTERS/Gleb Garanich/Files

უკრაინაიში რუსეთში კიდევ ერთხელ შეჭრის საპასუხოდ, ორმა კანადურმა საკაბელო არხმა რუსული სამთავრობო არხი Russia Today საკუთარი არხის ხაზიდან ამოიღო.

კანადის მემკვიდრეობის მინისტრი პაბლო როდრიგესი მიესალმა Bell-ის მიერ RT-ის შეზღუდვას და აღნიშნა, რომ რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს მთელ მსოფლიოში. მეორე კომპანია - Rogers რუსული პროპაგანდისტული RT-ის მაუწყებლობის ნაცვლად, ეთერში უკრაინის დროშას გადასცემს.

ამასთანავე, კანადა შეურთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც სანქციები დაუწესა მოსკოვს და საფრენი სივრცე ჩაუკეტა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში იბლოკება რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები