რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა რუსეთის დანაკარგების დაახლოებით ცნობებს აქვეყნებს

Sergei Supinsky / AFP

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი სამი დღის, 24, 25 და 26 თებერვლის მონაცემებით უკრაინასთან ომში რუსეთის სამხედრო ტექნიკის დანაკარგების დაახლოებით ცნობებს აქვეყნებს:

27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშნოსანი ავტომობილი, 49 ყუმბართმტყორცნი, 1 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი BUK-ი, 1 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გრადი, 3-0 ერთეული სამანქანო ტექნიკა, 60 ცისტერნა, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ОТР, 2 გემი/კატერი

მალიარის განმარტებით, ინფორმაცია შეიძლება დაზუსტდეს, რადგან საკმაოდ რთულია მონაცემების მოპოვება ბრძოლის შემდეგ. თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ცნობების მიღება მხოლოდ ბრძოლის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი, ბრძოლები კი საკმაოდ იწელება დროში და უწყებამ მონაცემები, შესაძლოა, მეორე დღეს მიიღოს. ასევე, როდესაც ბრძოლა ღამით მიმდინარეობს, ერთ კალენდარულ დღეს იწყება და მეორე დღეს მთავრდება, საკმაოდ რთულია იმის დადგენა, ზუსტად რა თარიღშია დანაკარგი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები