კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 835 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 18.42%-ია

COVID-19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 835 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 252 ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.64%.

გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა - 245, იმერეთი - 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი - 227, გურია - 243, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327, კახეთი - 442, მცხეთა-მთიანეთი - 82, სამცხე-ჯავახეთი - 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

95 522 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 162, აჭარაში - 426, იმერეთში - 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 116, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი,  მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 29, იმერეთში - 27.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირველი მარტიდან იხსნება რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები