რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ANONYMOUS-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა და გაავრცელა

მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, ANONYMOUS-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან მონაცემთა ბაზა წარმატებით მოიპოვა, ჩამოტვირთა და გაავრცელა საკუთარი Twitter-ის გვერდზე. გადმოწერე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა. 

"Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელა ინფორმაცია, რომ Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა, რის შედეგად RT-ის ვებ-გვერდი გაითიშა. 

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს გაითიშა კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი, Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდებიც, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი - Duma.gov.ru 

ვებ-გვერდების გათიშვის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა შესაძლებელია, რომ რუსეთის სამთავრობო სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გამხდარიყო, თავდასხმის მიღმა კი Anonymos-ის წევრები ყოფილიყვნენ.

კომენტარები