რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო ძალებმა კიევთან მდებარე ანტონოვის აეროპორტი დაიბრუნეს

უკრაინის ძალებმა გოსტემელში ანტონოვის აეროპორტი დაიბრუნეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ავრცელებს. არესტოვიჩის თქმით, აეროპორტში რუსეთის სადესანტო ძალები განადგურებულია.
 
გოსტემელის აეროპორტი კიევის შემოგარენში, დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები