უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

RFE/RL: ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მარგარიტა სიმონიანი და მარია ზახაროვა მოხვდნენ

მარგარიტა სიმონიანი/მარია ზახაროვა

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო ევროკავშირის სანქციები შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს, მარია ზახაროვას და რუსული პროპაგანდისტული მედიის, RT-ს მთავარი რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანი. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით სანქცირებულთა შორის არიან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სახელმწიფო დუმის ვიცესპიკერი პიოტრ ტოლსტოი, ტელეწამყვანი სოლოვიოვი და სამხედროების ჯგუფის.

სანქცირებულთა სია ოფიციალურად დღეს, 23 თებერვალს გამოცხადდება.

ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს აშშ-მდიდმა ბრიტანეთმაკანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. დიდი ბრიტანეთის სანქციები 5 ბანკს და სამ მილიარდერს შეეხო.

იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, რამდენიმე რუსი პირის აქტივების გაყინვას, ამასთანავე, იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას. კანადელებს აღარ შეეძლებათ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ფინანსური ურთიერთობა. მათ ასევე ეკრძალებათ რუსული სუვერენული ვალის შესყიდვა.  ასევე იგეგმება იმ ორი სამთავრობო ბანკის და იმ დეპუტატების სანქცირება, რომლებმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს.

ავსტრალია კი დააწესებს ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვებს და  ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრზე, სახელმწიფო მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის ხელმძღვანელების ჯგუფზე.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები