რაგბი

27 თებერვალს რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩზე მაყურებელთა 50 % დაიშვება

popsport

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩზე მაყურებელთა 50 პროცენტი დაიშვება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ თქვა. 

"27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასაშვები იქნება მაყურებელთა 50 პროცენტი".– ამბობს ღიბრაძე. 

კომენტარები